“ინფო იმერეთის” ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ინტერაქტივში მონაწილეთა 43% მიიჩნევს, რომ ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა საქმიანობა ეფექტურად დაიწყო.
მეორე ადგილზე 15%-ით ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილია, მესამე – სამტრედიის მერი დავით ბახტაძე 14%-ით.
მეოთხე 5%-ით ჭიათურის მერი გივი მოდებაძეა, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი 4-4%-ით ბაღდათის მერი კახა ენუქიძე და თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი არიან.
გამოკითხვაში მონაწილეთა 3% მიიჩნევს, რომ საქმიანობა ეფექტურად იმერეთის არცერთი ქალაქის მერს არ დაუწყია.
3-3% ეფექტურად მიიჩნებს წყალტუბოს, ტყიბულის და ხონის მერების გენადი ბალანჩივაძის, დავით ჩერქეზიშვილის და ლადო ჯურხაძის საქმიანობას.
რაც შეეხება ზესტაფონს, 2% თვლის, რომ საქმიანობა ეფექტიანად დაიწყო ვასილ გველესიანმა.
ვანის და საჩხერის მერებს ალექსანდრე გოგორიშვილს და ლევან ივანიშვილს გამოკითხვაში 0 პროცენტი აქვთ.
კომენტარები