Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან 868 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 430 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 502, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 31 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 782 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 508 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.75%
კომენტარები