იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “ეფ1”-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები