მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან 7 იმერეთში დაფიქსირდა.

იმერეთში ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 75 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 287 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 161 პირი, გარდაიცვალა 3 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 0.99%.

 

კომენტარები