Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსის 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 795 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 249, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 20 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 56 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, გარდაიცვალა 49 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 15.55%.
კომენტარები