Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 1 935 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 977 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 376, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 28 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 47 486 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, გარდაიცვალა – 45 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25.48%.
კომენტარები