მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში კორონავირუსი კიდევ 438 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში კორონავირუსი კიდევ 438 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან 438 იმერეთში გამოვლინდა.

ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 263 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 480, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 33 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 847 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 650 ადამიანი, გარდაიცვალა – 46, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.5%

კომენტარები