Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსი 257 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოში მკურნალობას გადის 1 073 კოვიდინფიცირებული.
მძიმე პაციენტია 351, 25 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
3 171 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
კომენტარები