მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან 3 იმერეთში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 72 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 7 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 4 638 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 95 პირი, გარდაიცვალა 1 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.1%.

 

კომენტარები