Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 80 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 5 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 4 970 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 357 პირი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.49%
კომენტარები