მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში საავადმყოფოებში 1 353 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

იმერეთში საავადმყოფოებში 1 353 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან 686 იმერეთში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 353 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 508, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 35 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 54 482 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 014 პირი, 40 ადამიანი გარდაიცვალა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.25%

კომენტარები