Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან 216 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 314 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 456, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 31 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 264 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 588 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%
კომენტარები