Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან 380 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 220 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 440, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 33 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 33 813 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, გარდაიცვალა – 47 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.49%
კომენტარები