Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან 228 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 999 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 312, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 741 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 841 პირი, გარდაიცვალა – 69. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.07%
კომენტარები