Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 910 ახალი შემთხვევიდან 128 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 502 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 118 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 6 685 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 081 პირი, გარდაიცვალა 32 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 13.61%.
კომენტარები