მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების დროს დააკავეს

იმერეთში სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების დროს დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე იმერეთის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი სამოქმედო სატყეო უბნიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და მიიღო ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი მხილება.

საქმეებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები