მთავარიახალი ამბებიიმერეთი

იმერეთში, საჯარო მოხელეებმა მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს – საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და დარღვეული კანონი

იმერეთში, საჯარო მოხელეებმა მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს – საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და დარღვეული კანონი

რა რაოდენობის საწვავი დახარჯეს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ბოლო ექვს თვეში?  საკითხით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.

ვანის, თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა კანონი დაარღვიეს და გახარჯული საწვავის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია დამალეს და არ მოგვაწოდეს.

სხვა მუნიციპალიტეტების მიერ  მოწოდებული რიცხვებით კი  ირკვევა, რომ მერიებს დიდი რაოდენობით საწვავი აქვთ დახარჯული.

წყალტუბო – 11 539 ლიტრი საწვავი, 30 434 ლარი;
ბაღდათი – 26 540 ლიტრი, 74 739 ლარი;
ტყიბული – 24 900 ლიტრი, 72 171 ლარი;
ხარაგაული – 16 335 ლიტრი, 43 500 ლარი;
ზესტაფონი – 11 711 ლიტრი, 31 000 ლარი;
ქუთაისი – 39 979 ლიტრი, 106 283 ლარი;
საჩხერე – 6 906 ლიტრი, 18 424 ლარი;
სამტრედია – 12 255 ლიტრი, 35 324 ლარი.

რა რაოდენობის საწვავი დახარჯეს ხონის მერიაში არ გვიპასუხეს, თუმცა ცნობილია, რომ დახარჯულია 45 767 ლარი.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ.

მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

კომენტარები