Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან 362 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში კლინიკებში 875 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
272 მძიმე პაციენტიდან 24 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
დღევანდელი მონაცემებით, დღეს საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 795 პირი, გარდაიცვალა – 29. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.56%
კომენტარები