მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან 362 იმერეთში გამოვლინდა.

ამ დროისთვის იმერეთში კლინიკებში 875 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

272 მძიმე პაციენტიდან 24 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

დღევანდელი მონაცემებით, დღეს საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 795 პირი, გარდაიცვალა – 29. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.56%

კომენტარები