Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან 843 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 388 ადამიანი მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 505, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 33 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 321 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, გარდაიცვალა – 65. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.69%
კომენტარები