Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 2 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 154 კოვიდინფიცირებული იმყოფება.
მძიმე პაციენტია 395 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 27.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 912 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, გარდაიცვალა – 46 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 29.57%
კომენტარები