მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 24 საათში კორონავირუსი 1 266 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში 24 საათში კორონავირუსი 1 266 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსი 24 საათში 1 266 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 856 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 309, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 28 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 35 583 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 603 პირი, გარდაიცვალა 32 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 21.03%

კომენტარები