Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 222 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 49 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 21 620 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, გარდაიცვალა 17 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.11%
კომენტარები