Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან 1 189 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 398 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 498, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 32 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 48 901 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 223 პირი, გარდაიცვალა- 47. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.36%
კომენტარები