Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 93 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 15 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 13 061 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 592 პირი, გარდაიცვალა 5 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.66%
კომენტარები