Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან 481 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 324 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 452, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 32 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 841 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 999 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.15%
კომენტარები