Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან 536 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 416 ადამიანი მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 505, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 39 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 26 588 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 098 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.04%
კომენტარები