მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.

უკანონო 7 სახერხი ზესტაფონის, წყალტუბოს, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა.

„ზესტაფონში, სოფელ ბოსლევში, მოქალაქეს საამქროს ტერიტორიაზე 4 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. წყალტუბოში – თხმელის (მურყანი) სახეობის 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3 ერთეული დაუფირნიშებელი მორი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში კი – 1 ერთეული წაბლის სახეობის მორი და 0,2 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები