მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 97 დასახლებული პუნქტი სტიქიის მაღალი რისკის ზონაშია – გეოლოგიური ბიულეტენი

იმერეთში 97 დასახლებული პუნქტი სტიქიის მაღალი რისკის ზონაშია – გეოლოგიური ბიულეტენი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გეოლოგიური ბიულეტენი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური პროცესების განვითარების რისკები, პრევენციის გზები და რეკომენდაციები.

ბიულეტენის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი  გასული წლის შოვის ტრაგედიის და მიმდინარე წელს სოფელ ნერგეეთის ტრაგედიის  შემდეგ გაიზარდა. ასევე, ამ დროს გაჩნდა საზოგადოების მოთხოვნა წინასწარი მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემების მოწყობაზე, რომელსაც ამ დრომდე საქართველოში სრულად უცხოელი დონორები აფინანსებენ.

იმერეთის მხარეში 12 მუნიციპალიტეტი და 549 დასახლებული პუნქტია, აქედან მაღალი საშიშროების გავრცელების რისკის ზონაში მოქცეულია – 97, საშიშროების საშუალო გავრცელების რისკის ზონაში – 170, დაბალი – 168, ხოლო ძალიან დაბალი – 111 დასახლებული პუნქტი.

ანგარიშის მიხედვით, მხარის ყველა მუნიციპალიტეტებისთვის მთავარი საფრთხე მეწყრული პროცესებია, რაც საფრთხეს ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებსაც უქმნის.

გეოლოგიურ ბიულეტენში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წელს მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიური ნორმის შესატყვისი იქნება, მეწყრული და ღვარცოფული პროცესებიც საშუალო ფონური დონის ფარგლებში დარჩება.

კომენტარები