მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში Covid 19-ის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში Covid 19-ის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან 602 იმერეთში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 316 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 462, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 32 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 54 470 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 145 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%

კომენტარები