Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან 819 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 358 ადამიანი მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 498, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 50 026 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 320 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.89%.
კომენტარები