Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსი 437 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 803 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 256, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 22 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 474 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 044 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.60 %
კომენტარები