მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ინფიცირების 539 ახალი შემთხვევა, 257 მძიმე პაციენტი – კოვიდსტატისტიკა იმერეთში

ინფიცირების 539 ახალი შემთხვევა, 257 მძიმე პაციენტი – კოვიდსტატისტიკა იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 539 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 811 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 257, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 24 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 63 516 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, გარდაიცვალა – 30. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.47%

კომენტარები