ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთმა” ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა.
“ინფო იმერეთმა” ადგილობრივ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულების გამო მადლობა გადაუხადა.
“საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის”,- წერია სიგელში.
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა.
კომენტარები