მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქუთაისში, საარჩევნო უბანზე ფულს არიგებს”

“ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქუთაისში, საარჩევნო უბანზე ფულს არიგებს”

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია ქუთაისში შემჩნეულია საარჩევნო უბანზე ფულის დარიგებაში – ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოების რეაგირება.

“124-ე უბანზე შემჩნეულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია, რომელიც შემჩნეულია აქტიურ თანამშრომლობაში “ქართული ოცნების” კოორდინატორებთან. გაბუნია შემჩნეულია ასევე ფინანსური რესურსის მიობილიზაციაში, მათ შორის დარიგებაში. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მივმართაც მას, იმას რასაც თქვენ აკეთებთ არის სისხლის ამართლის დანაშაული. სამარცხვინოა მინისტრის მოადგილე ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტები რომ ჩავარდნილი აქვს ქუთაისში, ზის და ფულს არიგებს”, – აცხადებს დეკანოიძე.

ოპოზიციის კანდიდატის თქმით, მინისტრის მოადგილეს ჩაბარებული აქვს არა მხოლოდ ამ უბნის, არამედ მთლიანად საარჩევნო პროცესის მეთვალყურეობა.

ხატია დეკანოიძემ ისაუბრა სხვა დარღვევებზეც, მათ შორის ფულის დარიგების სხვა ფაქტებზე, რაც შეეხება 124-ე უბანს, დეკანოიძის თქმით, აქ ნახეს წინასწარ შევსებული ოქმი, რომელზეც ხელი უკვე მოწერილი აქვთ კომისიის წევრებს, ვინც არიან აფელირებული ქართულ ოცნებასთან.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია ქუთაისიდანაა, ის წარსულში იმერეთის საოლქო პრიკურატურასა და ქუთაისის სასამართლოში საქმიანობდა.

კომენტარები