ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტი ქუთაისში.
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეშვილი, თვითმმართველობის დაფინანსებულ ღონისძიებას დაესწრო.
დაანონსებული პერფომანსის შესახებ, ქუთაისის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. ოფიციალურად უცნობია, რა სტატუსით იმყოფებოდა იოსებ ხახალეიშვილი აღნიშნულ ღონისძიებაზე, თუმცა ადგილზე მყოფების თქმით, ის პერფომანსს ორგანიზატორის რანგში ესწრებოდა.
გარემოებას საეჭვოს ის ხდის, რომ ღონისძიებაზე ქუთაისის მერობის სხვა კანდიდატები ოფიციალურად მიწვეულები არ იყვნენ.
ქუთაისის მერის მოვალეობას კი დავით ერემეიშვილი ასრულებს.
აღნიშნული პერფორმანსი ქალაქის ისტორიულ უბანში, რამდენიმე კვირის წინ ერთხელ უკვე გაიმართა. პერფორმანსი რეზო გაბრიაძის ხსოვნას მიეძღვნა.
კომენტარები