მთავარიახალი ამბებიქუთაისი

იოსებ ხახალეიშვილი – მე ვალში ვარ ჩემს ქალაქთან

იოსებ ხახალეიშვილი – მე ვალში ვარ ჩემს ქალაქთან

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისს და ქუთაისელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც ხახალეიშვილი აცხადებს, ის ვალშია თავის ქალაქთან.

“მადლობა ჩემო ქუთაისო! ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ! მადლობა ამომრჩეველს, ჩემს თანამებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა “ქართულ ოცნებას”, ქუთაისს, სოსო ხახალეიშვილს!

ამ არჩევნებში გამარჯვება ეკუთვნის ხალხს, ჩემი გამარჯვება კი ამის შემდეგ იწყება! დაუღალავი შრომით და ამ ქალაქის სიყვარულის, ერთგულების საქმიანი მტკიცებით.

მადლობა მედიას, საქმიანი კრიტიკისათვის, თანამშრომლობისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომავალი დღეებიდან გვექნება ძალიან აქტიური და პოზიტიური თანამშრომლობა!

მე ამაყად გავიმეორებ “ქართული ოცნების” გზავნილს, რაც ჩემი რეალური სათქმელი იყო, არის და იქნება – ვიყავი და ვიქნები ყველას მერი, განურჩევლად მისი პოლიტიკური გემოვნების და არასდროს შევეხები ადამიანის პირად ღირსებას, მაგრამ, ამასთან ერთად, სულ ვეცდები, სამართლებრივი პასუხი გავცე მოგონილ ტყუილს და ცილისწამებას. ამ ქვეყანაში ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ ზიზღის ენა და შურაცხყოფები.

მე ვალში ვარ ჩემს ქალაქთან და პირობას ვდებ, რომ აუცილებლად ვიზრუნებ და ვიბრძოლებ ჩემი ქალაქის ხვალინდელი უკეთესი დღისთვის! ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ!”, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

კომენტარები