მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ზარქუა – არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარები

ირაკლი ზარქუა – არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარები

კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტართა მუქარას სერიოზულად ვერ განვიხილავ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

“ის საქართველო შევარცხვინე, ვინც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ის შანტაჟი და მუქარა, რაც კუბილიუსმა განაცხადა. ე.ი. თუ საქართველო კუბილიუსების, ფოტიგებისა და გრეგოროვების თამაშის წესებით არ იმუშავებს, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით და სტატუსის, დამსახურების თუ დაუმსახურებლობის მიუხედავად, თუ დააშავებ, პასუხს აგებ. ჩვენ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ და ასეთი ევროპისკენ მივისწრაფვით.

ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების მუქარას სერიოზულად ვერც განვიხილავ. რეზოლუციებში წერია, რომ მერაბიშვილი, კეზერაშვილი და სააკაშვილი პოლიტდევნილები არიან. ამას რომ წერენ რეზოლუციაში, იმ ევროპარლამენტის რეზოლუციას რა ფასი ან რა ავტორიტეტი აქვს? მცირე ვიწრო ჯგუფი არიან.

გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ესენი ფასიანი ლობისტები არიან, მათ შორის იცით, რომ ექვსი ევროპარლამენტარი დააკავეს კორუფციის ბრალდებით. საუბარია მილიონობით ევროზე. არ გამოვრიცხავ, რომ დაკავებები გაგრძელდეს, რადგან არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარები. ისინი უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისკენ, ამიტომ გვინდა ევროკავშირი და ევროპა. როცა ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, ძალიან გაგვიჭირდება, ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ევროკავშირი არის კანონის უზენაესობა.

საქართველო ითამაშებს ქართული ინტერესების შესაბამის თამაშს, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ქვეყნის ინტერესების დაცვას და ამ მოცემულობით ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია, საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარები. ის, ვინც საქართველოს ელაპარაკება ულტიმატუმის ენით და ერთ კრიმინალთან, ერთ დამნაშავესთან აიგივებს ევროპულ ინტეგრაციას, ის ჩემთვის არ არის საქართველოს მეგობარი, არც ევროპარლამენტარია, ის არის ჩვეულებრივი ერთი ფასიანი ლობისტი “ნაციონალური მოძრაობის“.

მუქარები წამოიწყო ჩალაძემ, ვაჟკაცი რომ ჰყავთ “ნაცებს“ – სააკაშვილი გამოუშვით და ივანიშვილს თემას დავულაგებო. ეს პირველი წამოცდენა იყო, არაფერი აქვს საერთო პოლიტიკურ დავასთან. კუბილიუსმა თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთო. ეს არის ცრუ ულტიმატუმი. არსად წერია, რომ თუ სააკაშვილს გაათავისუფლებთ, სტატუსს მიიღებთო. ეს არის ფასიანი ლობისტების მცდელობა. მილიონი დოლარი გადაიხადეს და ეს აღმოვაჩინეთ. კეზერაშვილი პოლიტპატიმარი? ეს არის ევროპა? კითხვა რატომ არ გაქვთ იმაზე, რომ დარბაზში რამდენიმე კაცი იყო და ერთმანეთში კუბილიუსი და ფოტიგა კამათობდნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები