მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – არავის უნდოდით პრეზიდენტად, არც პირველ, არც მეორე ტურში

ირაკლი კობახიძე – არავის უნდოდით პრეზიდენტად, არც პირველ, არც მეორე ტურში

სალომე ზურაბიშვილმა ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ გამოიყენა სიტყვები – პატარა კაცები. პატარა კაცი თავის დროზე გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია, როდესაც მას რეზიდენტად მოიხსენიებდა, მეტიც, ეს მართლაც პატარა კაცი შემდეგ შეიწყალა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის გვერდით დგას.

“სულ უფრო ხშირად არღვევს ეთიკურ წესებს და სამწუხაროდ, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ზრდილობას გაცდენილია. რამდენიმე დღის წინ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ, სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები – პატარა კაცები. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს პატარა კაცი თავის დროზე გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი შემდეგ შეიწყალა, ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა. ის პატარა კაცი, რომელიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ.

აქვე ჩანს, რეალურად რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად. იქ რომ არ იყო, სადაც არ შეიძლება ქართველის ყოფნა, ღირსეული ქართველის ყოფნა, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, იქ არის ზუსტად სალომე ზურაბვიშვილი და ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი. შეგახსენებთ, თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რადგან არავის უნდოდით პრეზიდენტად, არც პირველ, არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი, პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოება  და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები