მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

სტიქიიდან მეოთხე დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

სოფელ ნერგეეთში კობახიძე სტიქიური უბედურების ზონას ათვალიერებს.

პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრებს.

ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

სტიქიური უბედურების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

დღეს სოფელში გარდაცვლილ დედა-შვილს – 67 წლის ზოია რობაქიძეს და 86 წლის შურა რობაქიძეს ემშვიდობებიან.

კომენტარები