საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა.
“ქართულმა ოცნებამ” მინისტრთა კაბინეტი 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
მთავრობის შემადგენლობა ასეთია:
კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა.
კომენტარები