მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ირაკლი კობახიძე სტიქიის შედეგად დაღუპულთა სამძიმარზე მივიდა

ირაკლი კობახიძე სტიქიის შედეგად დაღუპულთა სამძიმარზე მივიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა სამძიმარზე მივიდა.

იქამდე კობახიძემ სტიქიის ზონა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

სოფელ ნერგეეთში დღეს გარდაცვლილ დედა-შვილს – 67 წლის ზოია რობაქიძეს და 86 წლის შურა რობაქიძეს ემშვიდობებიან.

ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

დაიღუპა 9 ადამიანი.

 

კომენტარები