იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “პროფესია”, რომლის მორიგი სტუმარია, ახალი N 2 სამშობიარო სახლის დირექტორი, მეან-გინეკოლოგი ირაკლი მერკვილაძე.
სახელი, გვარი – ირაკლი მერკვილაძე
პროფესია – ექიმი მეან-გინეკოლოგი
სამუშაო ადგილი – ქუთაისის ახალი N 2 სამშობიარო სახლი
რომ არ ვყოფილიყავი ექიმი ვიქნებოდი – ინჟინერი
ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს – ვემსახურები ახალ სიცოცხლეს
როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა რომ – ეს ქალის პროფესია იყო
ყველაზე დასამახსოვრებელი ოპერაცია – სამი ტყუპის დაბადება
ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ – პატიოსნებას
ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში – ვერ გამტეხა უსამართლობამ
ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება არის – ჩემი პროფესია
ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა რომ – მესწავლა ავტომობილის მართვა
ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე – წინასწარმეტყველების უნარი
ამოჩემებული სამოსი – ჯინსის შარვალი
ყველაზე ხშირად მავიწყდება – სათვალეები
ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიყენებ – რა თქმა უნდა
ადრე ვფიქრობდი, რომ – სიცოცხლე ხანგრძლივია
ახლა ვფიქრობ, რომ – სიცოცხლე ხანმოკლეა
თავისუფალ დროს – დაკავებული ვარ სპორტით
მეშინია – ახლობლების ავადმყოფობის
მრცხვენია მაშინ, როდესაც – დანაპირებს ვერ ვასრულებ
ყველაზე მეტად მიყვარს – ჩემი სახლი
არასოდეს გავაკეთებ – ადამიანის დაჩაგვრას
რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ – შეეცადე აპატიო
ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ – როდესაც ბავშვები შემეძინა
მინდა დამიმახსოვრონ, როგორც – კარგი ექიმი
კომენტარები