მთავარიახალი ამბებისლაიდი

ირაკლი ღარბიაშვილის პოზიცია, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი

ირაკლი ღარბიაშვილის პოზიცია, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ბატონი ივანიშვილი ოლიგარქი კი არა, მეცენატი და ქველმოქმედია”.

“ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი: ოლიგარქი არის ინდივიდი, პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში, პოლიტიკა, პარტიები და ა.შ.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი, მე ვთქვი პარლამენტში, არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. კაცმა თუ რამე იშოვა ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში. იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები