მინდა, გითხრათ, ბატონო ჯოზეფ, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან. მე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები. ჩვენ არ მივიღეთ კანონი. ამის ნაცვლად, ჩვენ ვმუშაობთ, ძალიან მალე, ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას.
რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში და ეს ეხება სასამართლო რეკომენდაციას და მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ზოგადად სასამართლო სისტემაში, რომ უფრო გამხდარიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია. დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა, უნდა ითქვას. ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი საქართველოში და ზოგადად ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომენტარები