“თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რამდენად მისაღებია ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ლანძღვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
“ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა იომა სამჯერ უკვე, რუსეთის ფედერაციასთან, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ დაწყებული 90-იან წლები, შემდეგ შიდა ომი, შემდეგ სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება გადავიტანეთ, შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ოკუპაცია გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების და დღემდე ეს გრძელდება. და აი, ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და ჩვენ თუ კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, პირიქით იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები