მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი – მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება

მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იანვარ-ივლისში  ეკონომიკური ზრდა არის 7.2%.

“ჩვენ მთავრობის დღის წესრიგში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. აქედან რამდენიმე მინდა გამოვყო და ამის თაობაზე ვაცნობო საზოგადოებას. მანამდე ერთგვარი მიმოხილვა მინდა გავაკეთო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის.

მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7.2%. ინფლაცია, რომელიც გამოწვევა იყო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0.9% არის ინფლაცია აგვისტოს თვეში, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მიღწევა, მაშინ, როდესაც გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ევროპაში, ამერიკაში, მთელს განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები