მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი – ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე.

“თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებელი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული.

ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში.

ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნაბიჯებით, აი ამ საჭიროებებზე და ამ გამოწვევაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, კიდევ მინდა გავიმეორო.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინაციას და კოორდინირებულ მუშაობას. პრაქტიკულად ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, რა თქმა უნდა, დაამთავრებს, ისწავლის და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები