მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ირაკლი შენგელია – ფონდმა “ქართუმ” 700-ზე მეტ ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარა

ირაკლი შენგელია – ფონდმა “ქართუმ” 700-ზე მეტ ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განცხადებით, სოციალური პლატფორმა “ვიკიპედიის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია “ქართუმ” 700-ზე მეტი ძეგლი აღადგინა.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას დეპუტატი ანა კოხრეიძე გამოეხმაურა.

“ძეგლებს კი არა ადამიანებს მიხედეთ, მშივრები რომ იხოცებიან”, – მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა შუშანიამ კი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა შედიოდა თუ არა აღნიშნულ ძეგლებს შორის გელათის მონასტერი, რაზეც შენგელიას პასუხი არ გაუცია.

კომენტარები