იტალიაში საკვები პროდუქტებისა და წვრილმანი ნივთების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
30 წლის მამაკაცი ერთ-ერთ მაღაზიაში დაცვის თანამშრომელმა მაშინ დააკავა, როდესაც მას მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთები, ზურგჩანთის მეშვეობით გაჰქონდა. ჩხრეკისას კარაბინერებმა ჩანთიდან 600 ევროს ღირებულების საპარსები ამოიღეს.
რაც შეეხება მეორე მოქალაქეს, ის აგრეთვე მაღაზიიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. 33 წლის მამაკაცის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის მაღაზიიდან გაპარვას ცდილობდა – მას საკვები პროდუქტები, ორი უკაბელო ყურსასმენი და 8 კბილის ჯაგრისი მაისურის ქვეშ ჰქონდა დამალული. ამოღებული ნივთების საერთო ღირებულებამ 300 ევრო შეადგინა.
ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
კომენტარები